თბილისის N131 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
31-10-2018
თბილისის N131 საჯარო სკოლის 2ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ხათუნა კვიჟინაძის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ღონისძიება გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა მინი სპექტაკლი დადგეს, შემოდგომის კუთხე მოაწყეს და შემოდგომის ნობათი გამოფინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.