ბაღდათის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
01-11-2018
ბაღდათის N2 საჯარო სკოლის 11 წარჩინებული მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კომპიუტერებით დააჯილდოვა. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერით მარიამ არწივიძე, ნათია გიორგიძე, გიორგი ტურაშვილი, სალომე ბეროძე, გიორგი არწივიძე, მარიამ ტაბეშაძე, ანა ფაიქიძე, ია გრძელიძე, ქართლოს არწივიძე, მარიამ თავთავაძე და ვახტანგ კიკნაძე დაჯილდოვდნენ.
„სკოლა ულოცავს ამ წარმატებას მოსწავლეებს, მათ ოჯახებსა და პედაგოგებს. ჩვენთვის საამაყო თაობას წინსვლას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.