ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტში მონაწილეობდნენ
01-11-2018
ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტ „ARTIST“-ში მონაწილეობდნენ. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იკვლევდნენ ვაშლის სხვადასხვა ჯიშიდან წვენის გამოსავლიანობას, მასში გლუკოზის და PH-ის დადგენას. 

ასევე, მათ მოახდინეს წვენის სტერილიზაცია და პასტერიზაცია. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეები ეწვივნენ ვაშლის წვენების  მცირე საწარმო „სობისურს“, მონაწილეობდნენ მიმდინარე პროცესებში და ასევე ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203