თბილისის N2 საჯარო სკოლას თავდაცვის სამინისტროს საპილოტე პროგრამის ფარგლებში ოფიცრები ეწვივნენ.
სკოლაში მინი ლექცია ჩატარდა, რომელსაც X, XI და XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს თავდაცვის სამინისტროს მიზნებზე, მოვალეობებსა და შესაძლებლობებზე, სავალდებულო ჯარის მნიშვნელობასა და მის პირობებზე. მათ მოსწავლეებს გააცნეს შეიარაღებული ძალების აღჭურვილობა, რომელიც საქართველოში შპს „დელტას“ მიერ მზადდება.
შეხვედრაზე დაიგეგმა მოსწავლეთა ვიზიტი ჯარის ბაზაზე, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე ნახონ სხვადასხვა იარაღი და ჯარისკაცებთან ერთი დღე გაატარონ.
იხილეთ ფოტოები