თბილისის N45 საჯარო სკოლაში „სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში  გამარჯვებული პროექტის განხორციელება დაიწყო
01-11-2018
თბილისის N45 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ „სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის განხორციელება დაიწყო.

სახელწოდება გახლავთ: „ჩვენ მოგითხრობთ მესხების შესახებ...“.

კოორდინატორი მარეხ ჩიკვაიძეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა.  

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ეთნოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლავრენტი ჯანიაშვილი. ასევე, თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ასია თინაძე, ინგა გაგუა, მარიამ დარსანია, ანამარია კვაბზირიძე, ლევან ბირჩაძე, ხვიჩა ჩიტაია და ლუკა ბალანჩივაძე.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203