ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
01-11-2018

ჰერეთისკარის საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა იზოლდა ბოჭორიშვილმა მე-3 კლასში სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილი თემაზე „ოქტომბერი“ ჩატარდა, რომელიც მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ. 

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში შესწავლილი მასალა და ხელოვნების გაკვეთილები გააერთიანეს. 

მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით დაახასიათეს შემოდგომის თვეები, იმსჯელეს ცვლილებებზე, რომელიც გარემოში წელიწადის ამ დროს მოსდევს. 

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი წიგნი „შემოდგომა“, რომელიც გააფორმეს მათ მიერ მოძიებული ლექსებით შემოდგომაზე და შეგროვებული შემოდგომის ფოთლებით. 

„საგაკვეთილო პროცესმა  პატარა მოსწავლეები ძალიან გაახალისა. ისინი ინტერესით იყვნენ ჩართულები ყველა აქტივობაში. იზოლდა ბოჭრიშვილის მიერ ჩატარებულმა სამოდელო გაკვეთილმა სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203