თამაშში პირველი ადგილი მოიპოვეს ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ქრისტინე მოთიაშვილმა, გვანცა ბექაურმა, ანა ოქრომელიძემ და მირანდა გვრიტიშვილმა.
გამარჯვებული გუნდი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მედლებით, სიგელითა და თასით დააჯილდოვა.
ხეოთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სპორტის პედაგოგს, გელა ტივაძეს ჯანსაღი და წარმატებული მოსწავლეების აღზრდისათვის.
იხილეთ ფოტოები