„Izrune.ge- ში მაღალი ჩართულობისა და შედეგების მქონე კლასები ქვეყნის ძლიერი მომავალია“ - თბილისის N141 საჯარო სკოლა
01-11-2018
თბილისის N141 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლის ლიდერ დირექტორს, მარინე სამუშიას, წარმატებულ პედაგოგებსა და აქტიურ მშობლებს პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო, მოსწავლეებთან ერთად იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარა და აუდიტორიის დიდი ოვაცია დაიმსახურა.

მარინე სამუშიას შეფასებით, Izrune.ge შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომებითა და ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის პრინციპით ოჯახს, ბავშვს, სკოლასა და სახელმწიფოს ეფექტურად აერთიანებს და კონკურენტუნარიან გარემოში წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება.

მშობლებმა სკოლასა და Izrune.ge-ს მადლობა გადაუხადეს საგანმანათლებლო სიახლეებისთვის ფეხის აწყობისა და ყველა ამ სიკეთით სიმბოლურ ფასად სარგებლობის შესაძლებლობისთვის. ასევე დასძინეს, რომ შვილების ცოდნისა და მისწრაფებების განსაზღვრა და მათ განვითარებაზე სისტემური ზრუნვა საუკეთესო შედეგს გამოიღებს, პორტალში მაღალი ჩართულობისა და შედეგების მქონე კლასების შექმნით კი, ქვეყნის ძლიერი მომავალი აღიზრდება. 

მოსწავლეებს კარგად სწავლის მოტივაცია ერთმანეთის წარმატებამ და საყვარელი მასწავლებლებისთვის დაწესებულმა უპრეცენდენტო საჩუქარმა გაუჩინა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203