გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი -„მეღვინეობა საქართველოში“ განახორციელეს
01-11-2018
ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის გორის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა, „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებლის, ხატია მშვიდობაძის ხელმძღვანელობით, პროექტი -„მეღვინეობა საქართველოში “ განახორციელეს.

სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების, ღვინის მიღების ტექნოლოგიასა და მის ექსპორტზე ინფორმაცია მოიძიეს და დაამუშავეს.

მოსწავლეებმა ასევე საინფორმაციო ბროშურები დაამზადეს, კედლის გაზეთები გააკეთეს და თეატრალური წარმოდგენის თანხლებით პრეზენტაცია ჩაატარეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203