ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ჰელოუინი განსაკუთრებულად აღინიშნა.
ტრადიციულად, ორიგინალურ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა სახალისო კონკურსებში მიიღეს მონაწილეობა.
გამოვლინდა „ჰელოუინის საუკეთესო კლასი“, რომლის ტიტულიც ნუნუ ცირეკიძის სადამრიგებლო, მე-11 კლასს ერგო.
„ჰელოუინის საუკეთესო კოსტუმირებულ მოსწავლედ“ მერვეკლასელი მონიკა ღვიტიძე დასახელდა ნინო გუბელაძის სადამრიგებლოდან.
ცნობისთვის, ჰელოუინი (ინგლ. Halloween) აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა - თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.
ახალგაზრდებმა ხალისიანი დღე დაუვიწყარ კადრებად აღბეჭდეს