ახუთის თემის N1 საჯარო სკოლაში იმიტირებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა
02-11-2018
ახუთის თემის N1 საჯარო სკოლაში იმიტირებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მოსწავლეებმა იმიტირებულ არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტად სკოლის აღსაზრდელი ლუკა შუბლაძე აირჩიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნების საფუძველზე გაითავისეს დემოკრატიის მექანიზმები, კონსტიტუციური უფლებები და პრიორიტეტების გამოკვეთა შეძლეს.
„მოსწავლეებმა საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე საარჩევნო კულტურა აიმაღლეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები