ბაკურიანის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ნაძვის ხეები დარგეს
02-11-2018

ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მცირე ასაკიდანვე ბუნების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს და მზრუნველობას ასწავლიან.

ბაკურიანის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მესამე კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელთან, ანა ტყემალაძესთან ერთად ნაძვის ხეები დარგეს.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეებს სკოლის დირექტორი თამარ ბლიაძე და დირექტორის მოადგილე გოჩა უგულავა შეუერთდნენ.

ღონისძიების მიზანი სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანებაზე ზრუნვა იყო. ავშვებს ძალიან მოეწონათ დირექციის მიერ ორგანიზებული აქტივობა და პირობა დადეს, რომ თავიანთ დარგულ ხეებს მოუვლიან და უპატრონებენ.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203