ახალციხის N5 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების 178-ე წლისთავი აღნიშნეს
02-11-2018
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში გასული კვირა ზეიმად იქცა, რადგან დიდი ქართველი პედაგოგის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების 178-ე წლისთავს მიეძღვნა. 

თემა გახლდათ: „იაკობმა მისცა ფრთები ქართველს ცაში ასაფრენად“.

კვირეულის პირველ დღეს მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებში კონკურსი ჩატარდა თემაზე: „რა ვიცით იაკობ გოგებაშვილის შესახებ“. 

გაიმარჯვა შვიდმა მოსწავლემ: მარიამ ჭაბაშვილმა (V კლასი), მარიამ ქომოშვილმა (VI კლასი), ელენე ხუციშვილს (VI კლასი), ნიკოლოზ შერაზადაშვილს (VI კლასი), თამარ მაისურაძეს (VI კლასი), ლუკა ბეროშვილს (VI კლასი), საბა საურიდს (VI კლასი) სიგელები გადაეცათ.

კვირეულის მეორე დღეს I და I კლასებში (მასწავლებლები: რიტა კირკიტაძე და ხათუნა ჯანაშვილი)  ქართულ ენაში საჩვენებელი გაკვეთილები ჩატარდა.  

როგორც სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, აღნიშნულმა პოზიტიურ ფონზე ჩაიარა: 

„პირველი ასო-ბგერის გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა - ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო, საზეიმო და ამაღელვებელი იყო, რომ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც დამსწრე მასწავლებლებზე, ასევე - მოსწავლეებზე. მასწავლებელთა პროფესიონალიზმმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უკვდავია იაკობი და დედა ენა, რომლებიც ქართველი კაცის ცნობიერებაში განუყოფელი ცნებებია". 

კვირეულის მესამე დღეს ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „იაკობი და დედა ენა“. მომხსენებლები იყვნენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები: ციალა ასპანიძე, ლია კაველიძე, ზოია ზაზაშვილი, მარინე მიქაბერიძე, მაია შველიძე და მარინე ჯვარიძე.

კვირეულის მეოთხე და მეხუთე დღეს მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები: ,,ვანო და ჩიტი“, „ერთობის ძალა“, „იავნანამ რა ჰქმნა? “, „ცრუ“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „სირცხვილი აიცილა“, „მოხუცი და ნამყენი“, „ყმაწვილები ჭალაში“, „იაკობი და ბავშვები“ და სხვ.    

კვირეულის ბოლოს კი, სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემ სახელმწიფო ენისა და დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელებს, ცირა ბრეგვაძესა და ნინო გელაშვილს და დაწყებითი კლასების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და ქართველი ერისათვის მნიშვნელოვანი დღე მიულოცა:

„იაკობ გოგებაშვილი საუკუნეზე მეტია, რაც თითოეული ქართველისათვის მესამე მშობელივითაა. თითოეული ქართველის აღმზრდელია, პედაგოგია. მისი „დედა ენა“ ჩვენი ცხოვრების აუცილებელი და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია. სანამ საქართველო იარსებებს, იარსებებს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და მისი ძვირფასი სახელი“.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203