ახმეტის, ოჟიოს საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგმა, თინათინ ლეფსვერიძემ კვლევა ჩაატარა.
კვლევის თემა იყო - დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა დაბალი აკადემიური შედეგის მიზეზები და გამოსწორების გზები.
პრაქტიკული კვლევა პედაგოგმა IV ,V და VI კლასების მოსწავლეებთან ჩაატარა.
კვლევაში განხილულია მოსწავლეთა დაბალი აკადემიური შედეგების მიზეზები და ის პრობლემური საკითხები, რომლებიც გამოიკვეთა მოსწავლეების და მშობლების გამოკითხვის შედეგად და ასევე მოყვანილია ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები.
იხილეთ კვლევის ანგარიში