მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით ,,ოქროსფერი შემოდგომა''.
ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული ქვემო მახოს საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლე, რომლებმაც ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით გაამრავალფეროვნეს საღამო.
ღონისძიება იყო ძალიან პოზიტიური და ფერადი, რისთვისაც სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მუსიკის მასწავლებელს ლალი ქათამაძეს და თითოეულ მასწავლებელს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „ოქროსფერი შემოდგომის“ ორგანიზებაში.
იხილეთ ფოტოები