დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში მათემატიკაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი ჩატარდა
02-11-2018
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის პირველ კლასში მათემატიკაში ღია გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესს პედაგოგიდარეჯან ჭანუყვაძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - „ნატურალური რიცხვი 1, გაცნობა და გამოსახვა ციფრი ერთით“. სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
პირველკლასელები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთნენ და იაქტიურეს.