ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
02-11-2018
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნები ჩატარდა.

იმიტირებული არჩევნები სკოლაში პროექტის - „U18 მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში გაიმართა.

საერთაშორისო პროექტი, ერთდროულად საქართველოში, უკრაინაში, რუსეთსა და გერმანიაში მიმდინარეობს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სამოქალაქო მასწავლებლის დახმარებით განაახლეს საარჩევნო სუბიექტების პროგრამები, მოაწყვეს დებატები და დისკუსიები, იმსჯელეს პროგრამის ძირითად მიმართულებებსა და პროგრამის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. შემდეგ კი ხმა მისცეს ანონიმურ საარჩევნო სუბიექტს. 

პროექტში 6-დან-18-წლამდე ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203