ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე - "ისტ-ი ჩვენს სასწავლო გეგმაში“, რომელსაც უჩხოს საჯარო სკოლაში გულნარა ლაბაძე ხელმძღვანელობს, სკოლის V-VI კლასის 9 მოსწავლისთვის არის გათვლილი და კომპიუტერული უნარ-ჩვევების განმტკიცებას ისახავს მიზანს.
წრის მიზანია სკოლის მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ კომპიუტერის გამოყენება, შექმნან და გამოიყენონ თვალსაჩინოებები; იცოდნენ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ ისტ-ით სარგებლობის სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისთვის.
წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას (ბუკლეტების, ნახატების, კროსვორდების, პრეზენტაციების შექმნა სხვადასხვა საგნებში) წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი. შევქმნით ბლოგს, სადაც აისახება წრის მუშაობა.
წრის ხანგრძლივობა: 2018-2019 სასწავლო წლის პირველ-მეორე სემესტრი, 12 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი.