ოფშკვითის საჯარო სკოლაში კონკურსი - „ზაფხულში წაკითხული წიგნის საუკეთესო პრეზენტაცია“ გაიმართა
02-11-2018

ოფშკვითის საჯარო სკოლაში „მკითხველთა  კლუბის“ ორგანიზებით კონკურსი - „ზაფხულში  წაკითხული წიგნის საუკეთესო პრეზენტაცია“ გაიმართა. 

კლუბის კურატორი ფიქრია ჯანგავაძეა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ზაფხულის არადადეგების დროს წაკითხული მხატვრული ლიტერატურის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები და პოსტერები წარუდგინეს.

ჟიურიმ საუკეთესო პრეზენტაციის ავტორად მე-9 კლასის მოსწავლე თათია გაბუნია დაასახელა, რომელმაც ჰოლი სმეილის - „გიკი  გოგოს“ პრეზენტაცია საინტერესოდ ჩაატარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203