ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
02-11-2018
ქვედა სიმონეთის N 2 საჯარო სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ პირველი შესარჩევი ტური ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეები იღებდნენ.
პროექტში სულ 21 მოსწავლე ჩაერთო.
ღონისძიებას „ეტალონის“ მასწავლებლები ქეთო სულამანიძე და ლია ფუტკარაძე ხელმძღვანელობდნენ.
ოლიმპიადის პირველი ტურის მიმდინარეობას მონიტორინგს მასწავლებლებთან ერთად სკოლის დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი უწევდა.
ოლიმპიადის მსვლელობის დროს მოსწავლეები ტესტის შევსებას დიდი ინტერესით, პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა აირჩია ვერსია - „თამამი“, რაც მეორე ტურში გადასვლის სურვილს გულისხმობს.
მოსწავლეების ნამუშევრები „ეტალონის“ მასწავლებლების - ქეთო სულამანიძისა და ლია ფუტკარაძის მიერ შემოწმდა.
შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. იხილეთ ფოტოები