მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს გოგოლესუბნის საჯარო სკოლის ინიციატივით ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიება, სახელწოდებით - „შემოდგომა შვიდობისა“ .
ღონისძიების გამართვა სოფლის ცენტრში დაიგეგმა. სადაც გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები შემოდგომის თემაზე, შეასრულეს სიმღერები და წარმოადგინეს ინსცენირება სახელწოდებით - „ფაროსანა გურიაში“ .
გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ადგილობრივი თვითმართველობის ხელშეწყობით ჩატარდა, რისთვისაც საორგანიზაციო ჯგუფი , ღონისძიების ყველა მონაწილის სახელით მადლობას უხდის ადგილობრივი თვითმართველობის ყველა თანამშრომელს.
იხილეთ ფოტოები