ქუთაისის N12 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
05-11-2018
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის 10 წარჩინებული მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კომპიუტერებით დააჯილდოვა. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერით მართა გობეჯიშვილი, ლადო გოდოლაძე, იაკობ ზაქარაშვილი, ქეთი კვიჟინაძე, თეკლა სართანია, მარიამ სირბილაძე, ანი ჩხარტიშვილი, ინესა ხაჟალია, საბა მანჯგალაძე და ომარ ნემსწვერიძე დასაჩუქრდნენ.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ამ წარმატებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იხილეთ ფოტოები