ბათუმის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ერთი დღე განსხვავებულად გაატარეს. მათ გადაწყვიტეს მაკდონალდსის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ უნიფორმასთან ერთად, ერთი დღის განმავლობაში, მაკდონალდსის თანამშრომლების როლიც მოერგოთ.
აღნიშნული აქტივობა საინტერესო და განსხვავებული იყო, როგორც სკოლის მასწავლებლებისთვის, ასევე ბათუმის მაკდონალდსის სტუმრებისთვის, რომლებსაც ერთი დღის განმავლობაში სკოლის მასწავლებლები ემსახურებოდნენ.
ამ დღეს შემოსული თანხის გარკვეული პროცენტი ბათუმის N2 საჯარო სკოლას გადაერიცხა.
იხილეთ ფოტოები