რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეში“ სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
შეჯიბრში სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებს სპორტული ღონისძიების ბოლოს სიგელები გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.
„სწავლა, სპორტი, მხიარულება, მეგობრობა და ჯანსაღი ურთიერთობები - ჩვენი სკოლის მთავარი აქცენტებია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები