„სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები სულიერად, გონებრივად და ფიზიკურად ვითარდებიან“ - ბლიცპასუხები ჯიმითის საჯარო სკოლიდან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ შეხედულებებს ჯიმითის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კესო თევდორაშვილი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები სულიერად, გონებრივად და ფიზიკურად ვითარდებიან.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგზარდა, რომელიც საკუთარ ცოდნასა და უნარებს ეფექტურად იყენებს.
პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმით, შემოქმედებითობითა და მოთმინების უნარით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, რომელიც თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს უწყობს ფეხლს.
განათლება არის ცოდნის, უნარებისა და წიგნიერების ერთობლიობა.