თბილისის N103 საჯარო სკოლაში პროექტი - „დიდებული მეფეების პორტრეტული გალერეის შექმნა“ განხორციელდა
05-11-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლაში პროექტი - „დიდებული მეფეების პორტრეტული გალერეის შექმნა“ განხორციელდა.

პროქტი სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჩაატარეს. ისაუბრეს დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მმართველობასა და რეფორმებზე, ასევე ეგვიპტის ფარაონ ეხნატონის პოლიტიკაზე.

ღონისძიებაზე ასევე სკოლის ხელოვანთა და დიზაინერთა კლუბი „კრეატიული იდეა“ ჩამოყალიბდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203