„სკოლა არის ადგილი, სადაც განათლების ირგვლივ ძვირფასი ოჯახი იქმნება“ - სურამის N3 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ შეხედულებებს სურამის N3 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ნანა სხილაძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც განათლების ირგვლივ ძვირფასი ოჯახი იქმნება.
საუკეთესო მოსწავლე არის მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ყოფაქცევით გამორჩეული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმითა და მოსწავლეთა მიღწევებით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, უყვარდეს ბავშვები და კოლეგებთან ერთად ყოველდღიურად იღწვოდეს სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.
განათლება არის ის სიკეთე, რომლის მიღების საშუალებაც ყველას უნდა ჰქონდეს.