მოხვის საჯარო სკოლის პედაგოგები საგანმანათლებლო ტრენინგებში მონაწილეობენ
05-11-2018

მოხვის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები საგანმანათლებლო ინოვაციურ ტრენინგებში მონაწილეობენ. 

ნატალია ტალახაძემ წარმატებით გაიარა განათლების საერთაშორისო აკადემიის IAE- ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე: "საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში".

ტრეინინგის თითოეული მოდული ემსახურებოდა მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ და გუნდურ მომზადებას შემდეგ თემაზე: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, კვლევის მეთოდები - მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, კვლევის შეფასების რუბრიკა. 

მოხვის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ნატალია ტალახაძეს .

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203