ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში ჩაერთნენ
05-11-2018
ვალის N2 საჯარო სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეები პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში ჩაერთნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში კითხვარი უკვე შეავსეს. აღნიშნული კითხვარის მიზანი იყო კურსის დასაწყისში მოსწავლეთა მოლოდინებისა და საჭიროების კვლევა, რათა გარკვეული ყოფილიყო მოსწავლეთა საჭიროებები და მათი გათვალისწინება კურსის მსვლელობისას, რამაც კიდევ უფრო ეფექტური, სახალისო და საინტერესო გახადა სწავლების კურსი მოსწავლეთათვის.

სკოლა მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში ჩართვისთვის.

„ვიმედოვნებთ, აღნიშნული პროგრამა წარმატებული იქნება როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, ასევე საჯარო სკოლების და კერძო კოლეჯებისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203