„დირექტორი საუკეთესო სასწავლო გარემოს უნდა ქმნიდეს“ - სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი დიანა ქუშაშვილი გაგვაცნობს:სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები განათლებას იღებენ და წარმატებული ცხოვრებისთვის ემზადებიან.
საუკეთესო მოსწავლე არის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ზოგადი განათლების მქონე, აქტიური და მიზანსწრაფული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმით, კომუნიკაბელურობითა და საინტერესო საგაკვეთილო პროცესით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, რომელიც კოლეგებთან, მოსწვალეებთან და მშობლებთან ეფექტური თანამშრომლობით საუკეთესო სასწავლო გარემოს ქმნის.
განათლება არის ერთადერთი გზა წარამტებული მომავლისკენ.