მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კიოკუშინ კარატეში - „კავკასიონის თასი“, დმანისის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ მამად კიარიმოვმა მეორე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატში მიმდინარე წელს 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის 125 მებრძოლი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მიმდინარე წელს ჩემპიონატი აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ მასში ევროპის არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი მონაწილეობდა.
დმანისის N2 საჯარო სკოლის დირექცია მამად კიარიმოვს ულოცავს საპრიზო ადგილის დაკავებას და კიდევ უფრო მეტი წარმატებას უსურვებს მას.
იხილეთ ფოტოები