„სკოლა არის ადგილი, სადაც განათლების კერა და სოფლის იმედია“ - ბლიცინტერვიუს რესპონდენტი ხუნევის საჯარო სკოლის დირექტორია
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ შეხედულებებს ხუნევის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ვეფხვია ლომიძე გაგვაცნობს:სკოლა არის ადგილი, სადაც განათლების კერა და სოფლის იმედია.
საუკეთესო მოსწავლე არის აქტიური, შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ახალგზარდა.
პედაგოგი ფასობს სერთიფიცირებით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, კოლეგიალური, სამართლიანი და წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნება.
განათლება არის საშუალება, ღირსეული და წარმატებული ადგილი დაიმკვიდრო ცხოვრებაში.