„განათლება არის საგზური წარმატებულ ცხოვრებაში“ -ახალსოფლის საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს გარდაბნის ახალსოფლის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი კახაბერ კახაბრიშვილი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლე აღზრდა-განათლებას იღებს.
საუკეთესო მოსწავლე არის დისციპლინირებული, კარგად აღზრდილი, გონიერი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმითა და მოსწავლეებთან ჯანსაღი დამოკიდებულებით.
დირექტორი უნდა იყოს საკუთარ საქმეზე შეყვარებული, კოლეგიალური და სამართლიანი პიროვნება, რომელიც თავისი მოსწავლეების წინსვლაზეა ორიენტირებული.
განათლება არის საგზური წარმატებულ ცხოვრებაში.