ბურნაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები თანამედროვეობისთვის აქტუალურ თემებს სხვადასხვა ღონისძიებით ეხმაურებიან
05-11-2018
ახალქალაქის ბურნაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ჩაატარეს ღონისძიება, სახელწოდებით- „ქორწინება ადრეულ ასაკში, ნარკომანია, მოწევა და ალკოჰოლი“. ღონისძიებაში ახალქალაქის ბურნაშეთის საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს და განიხილეს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები. დაარიგეს ბუკლეტები სახელწოდებით „ბრძოლა ამ დამოკიდებულების დასამარცხებლად“.