„საუკეთესო მოსწავლე ერის სახეა“ - ბლიცკითხვებს ბათუმის N22 საჯარო სკოლის დირექტორი პასუხობს
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ბათუმის N22 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი გიორგი რუხაძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ქვეყნის მომავალი იზრდება და ყალიბდება.
საუკეთესო მოსწავლე არის ერის სახე, ცოდნით, ზრდილობითა და მამულიშვილური მიზნებით გამორჩეული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს ინტელექტით, ადამიანობით, მომავალი თაობის სიყვარულითა და მასზე ზრუნვით.
დირექტორი უნდა იყოს კოლეგიალური, ჰუმანური, თავისი საქმის მოყვარული და მოსწავლეთა წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნება.
განათლება არის ქვეყნის თავი და ბოლო.