„პედაგოგი საინტერესო გაკვეთილებითა და მოსწავლეთა შედეგებით ფასობს“ - საცხენისის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს საცხენისის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ნათია კანდელაკი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც სწავლა - სწავლების პროცესი მიმდინარეობს.
საუკეთესო მოსწავლე არის მაღალი აკადემიური მოსწრების, სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს საინტერესო საგაკვეთილო პროცესის წარმართვითა და საუკეთესო შედეგზე ორიენტირებული სწავლებით.
დირექტორი უნდა იყოს ორგანიზებული, კოლეგიალური და წინსვლაზე ორიენტირებული.
განათლება არის მრავალმხრივი და მუდმივად მზარდი პროცესი.