თბილისში დაკარგული 11 წლის გოგონა იპოვეს
05-11-2018
თბილისში დღეს დაკარგული 11 წლის ელენე გიორბელიძე იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ელენე სამართალდამცველებმა სახლთან ახლოს ნახეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გოგონა პოლიციაშია გადაყვანილი.  

როგორც გოგონას ახლობლები ამბობდნენ, ბავშვი დღეს დილით გავიდა სახლიდან, თუმცა სკოლაში არ მისულა.

ელენეს სამძებრო სამუშაოებში საპატრულო პოლიცია იყო ჩართული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203