ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი შეხვდა
06-11-2018
ახალქალაქის, ვაჩიანის საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი შეხვდა.

შეხვედრის მიმინარეობისას განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გავრცელებული მითები ნატოსა და ევროაკავშირის შესახებ, ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს უფროსკლასელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო ლიტერატურა გადაეცათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203