„სკოლა ცოდნისა და პიროვნების ტაძარია“ - ბლიცინტერვიუ გომარდულის საჯარო სკოლის წარმატებულ დირექტორთან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს გომარდულის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ციალა ჭაღალიძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლე განათლებას იღებს და პიროვნებად ყალიბდება - სკოლა ცოდნისა და პიროვნების ტაძარია.
საუკეთესო მოსწავლე არის მაღალი აკადემიური მოსწრების, გამორჩეული ყოფაქცევისა და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმითა და ბავშვების სიყვარულით.
დირექტორი უნდა იყოს პროფესიონალი, ჰუმანური და სასკოლო საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული.
განათლება არის ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლითაც საზოგადოებაში იმკვიდრებ თავს.