ირინა აბულაძე: უფროსი მასწავლებლებისთვის ახალი ბიუჯეტით დანამატის გაზრდა იგეგმება
06-11-2018

მომავალ წელს დანამატის გაზრდა იგეგმება მასწავლებლებისთვის, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.

ირინა აბულაძის ცნობით, დანამატი ასევე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირებსაც გაეზრდებათ.

მისივე თქმით, 2019 წლის განახლებულ ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით ცვლილებები ასახულია.

„უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები 320-ლარიან დანამატს იღებენ, ახალი ბიუჯეტით თანხა 150 ლარით გაიზრდება. დანამატის ზრდა 2020-2021 სასწავლო წელსაც იგეგმება. პრემიერის განცხადებით, 2023 წლისთვის მასწავლებლების საშუალო ხელფასი 1 800 ლარი უნდა იყოს“,- განაცხადა ირინა აბულაძემ და აღნიშნა, რომ  სახელფასო ცვლილებები სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხებათ.

„დირექტორებს ხელფასი 30%-ით გაეზრდებათ. ასევე დაგეგმილია პედაგოგების პროფესიული განვითარების სქემის მსგავსი ინსტრუმენტის შემუშავება სკოლის დირექტორებისთვის, რათა მათ საკუთარი უნარები გააუმჯობესონ და სკოლის მართვის პროცესში მეტად წარმატებულები გახდნენ“,- განაცხადა ირინა აბულაძემ.

წყარო: 1tv.ge

ამავე თემაზე ასევე იხილეთ: „2019 წლიდან სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203