„დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი და მეგობარი“ - ოქრუაშვილების საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ოქრუაშვილების საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ზვიად სოლომონიძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც სწავლა-აღზრდის კერა იქმნება.
საუკეთესო მოსწავლე არის ზრდილობითა და ცოდნით გამორჩეული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს აღზრდილი მოსწავლეებით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი და მეგობარი.
განათლება არის ყველასათვის აუცილებელი.