ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგნის წრე აქტიურად ფუნქციონირებს
06-11-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სხვადასხვა წრე ფუნქციონირებს. 

დაწყებით კლასებში ჩატარდა გამომხატველობითი კითხვის წრის რიგით მე-2 მეცადინეობა (ხელმძღვანელი ნადიე ქამადაძე). წრეში მონაწილე მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით სკოლის ბიბლიოთეკაში მოიძიეს მათთვის საჭირო მასალები და გადაახარისხეს. „წრის მუშაობამ პატარებში დიდი ოვაციები და მოწონება დაიმსახურა, მეცადინეობით ყველა კმაყოფილი დარჩა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მეორე შეხვედრა გამართეს ასევე რუსული ენის წრის წევრებმა. ბავშვებმა რუსულ ენაზე მხატვრულად წაიკითხეს მათ მიერ მოძიებული ლექსები, სადაც ურთიერთდახმარებით გასწორდა მეტყველება, იმსჯელეს შესრულების მანერაზე. ასევე, ჩაიწერეს და მოუსმინეს მათ მიერ წაკითხულ ლექსებს. 

მორიგი საწრეო მუშაობა გაიმართა ძირკვაძეების საჯარო სკოლაზე დაქვემდებარებულ დეკანაშვილების დაწყებით სკოლაში. მასწავლებელმა ნაირა ხალვაშმა აქტუალურ თემაზე „ერთად დავიცვათ გარემო და გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“ ისაუბრა. წრის წევრებმა ინტერნეტ რესურსის გამოყენებით ნახეს ვიდეორგოლები „დედამიწა ჩვენი სახლია“, „დედამიწას შველა უნდა“, „დედამიწა ნარჩენებში იძირება“. სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, იქ მიღებული შთაბეჭდილებებით მოსწავლეებმა შექმნეს ჩანახატები. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203