ვალეს N2 საჯარო სკოლის მასწავლებლის ლექსები პოეზიის კრებულში დაიბეჭდა
06-11-2018
ვალეს N2 საჯარო სკოლის პედაგოგის, ლიანა სარიშვილის ლექსები ავთანდილ ბერიძის კრებულში „მესხეთი ქართულ პოეზიაში“ დაიბეჭდა. 

წიგნში თავმოყრილია გალაკტიონ ტაბიძის, რაფიელ ერისთავის, ლადო ასათიანისა და სხვა გამოჩენილი პოეტების მიერ მესხეთზე დაწერილი ლექსები. 

„აღსანიშნავია, რომ ეს ლექსები ეხება სამშობლოს სიყვარულს, მის მომავალზე ფიქრსა და წუხილს. ლიანა სარიშვილის ლექსები გამსჭვალულია იმ გრძნობით, რაზეც ფიქრობდა გორკი, რაც აღელვებდა ბაირონს, რაც აწუხებდა ტიციანს და რასაც მთელი სიცოცხლე შესწირა გალაკტიონმა“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203