„საუკეთესო მოსწავლეს ცოდნის მიღების მაღალი მზაობა აქვს“ - ბლიცპასუხები საჩხეურის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერისგან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ შეხედულებებს საჩხეურის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი გოჩა ძნელაძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეები იღებენ ცოდნას და ცხოვრების ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელსაც ცოდნის მიღების მაღალი მზაობა აქვს, არის მიზანსწრაფული და დისციპლინირებული.
პედაგოგი ფასობს პიროვნული თვისებებითა და პროფესიონალიზმით, ის მისაბაძი უნდა იყოს.
დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, სამართლიანი, მომთხოვნი და მეგობრული პიროვნება, რომელიც მოსწავლეთა ჯანსაღი განვითარებისთვის საუკეთესო სასწავლო გარემოს ქმნის.
განათლება არის ის გარდაუვალი აუცილებლობა, რომელიც ადამიანს ცხოვრების რთულ გზაზე სვლას უმარტივებს.