ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებლებისა და ინგლისურის პედაგოგის, ხათუნა მსხალაძის ხელმძღვანელობით, სოფელ ზენუბანში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ.
ექსკურსიაზე იყო სპეციალურად დაპატიჟებული სტუმარი ქვემო მახოს საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ციალა ბურჭულაძე.
ქვემო მახოს საჯარო სკოლის წარმომადგენლებს მუზეუმში საინტერესო მეგზურობა ნოდარ დუმბაძის უახლოესმა ნათესავმა, ვაჟა დუმბაძემ გაუწია.
„ექსკურსიაზე მიღებული ემოციები შთაბეჭდილებების წიგნში ჩავწერეთ და იქაურობა დავტოვეთ იმ იმედით, რომ კიდევ ბევრჯერ ჩამოვიყვანთ ჩვენს მოსწავლეებს გენიალური მწერლის კუთხეში“,-ნათქვამია ქვემო მახოს საჯარო სკოლის წარმომადგენლის მიერ Etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები