„პედაგოგი ბავშვების სიყვარულითა და პროფესიონალიზმით ფასობს“ - ბლიცინტერვიუ ციხისძირის საჯარო სკოლის მენეჯერთან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს მცხეთის ციხისძირის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ირმა ალანია გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეები განათლებას იღებენ და წარმატებული ცხოვრებისთვის ემზადებიან.
საუკეთესო მოსწავლე არის სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული გონიერი ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს ბავშვების სიყვარულითა და პროფესიონალიზმით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, თავისი საქმის ერთგული და სკოლის წარმატებაზე ორიენტირებული.
განათლება არის ის, რითიც ღირსეული ადგილი უნდა დაიმკვიდრო ცხოვრებაში.