„დირექტორი სკოლაში ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს უნდა ქმნიდეს“ - ბლიცინტერვიუ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მენეჯერთან
06-11-2018
Etaloni.ge  სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, საკუთარ შეხედულებებს ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ესმა მოსიაშვილი გაგვაცნობს:

სკოლა არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა ღირსეულ მოქალაქედ ყალიბდება და მომავალი ცხოვრებისთვის ემზადება.

საუკეთესო მოსწავლე არის ზრდილობიანი, ყურადღებიანი, პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა.

პედაგოგი ფასობს
ბავშვებისა და საქმის სიყვარულით.

დირექტორი უნდა იყოს სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული და მოსწავლეებისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შემქმნელი.

განათლება არის
მთავარი რამ ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებისთვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203