ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
06-11-2018

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის  IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები მასწავლებელ არჩილ ძირკვაძის ორგანიზებით კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ შემდეგი მარშრუტით: მარნეული-თბილისი-თელავი-ყვარელი-სიღნაღი-თბილისი-მარნეული.

მათ ნახეს ისტორიულ-გეოგრაფიული ობიექტები, რომლებიც კახეთის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს. დაათვალიერეს ერეკლე მეორისა და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები, გრემის მონასტერი, ილიას ტბა და ისტორიული ქალაქი სიღნაღი.

ისტორიის მასწავლებელმა, ავთანდილ ბიბილაშვილმა კახეთის ისტორიის და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ მოსწავლეებს საინტერესო მასალა გააცნო.

ექსკურსიაზე ასევე გეოგრაფიის მასწავლებელი ნონა ხმალაძე, ხელოვნების მასწავლებელი ირმა გელაძე და სპორტის მასწავლებელი ნოდარ კახაძე იმყოფებოდნენ.

ამ დღის აღსანიშნავად, ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ფრენბურთში სპორტული შეჯიბრი გაიმართა.

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა იმ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიზნის ჩამოყალიბება და განხორციელება შეძლეს, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ასევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები.

„უფრო მეტიც - ამ დროს მოსწავლეებმა გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად შეიძინეს ახალი ცოდნა, განივითარეს უნარ-ჩვევები, გამოიმუშავეს გარემოსადმი სწორი  დამოკიდებულება“,-ნათქვამია ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის წარმომადგენლის მიერ Etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203