სიღნაღის საჯარო სკოლაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით პროექტ-გაკვეთილები გაიმართა
06-11-2018
სიღნაღის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობით განსაკუთრებით დაინტერესდნენ. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ნინო ქოქუაშვილთან ერთად ისინი თვალყურს ადევნებდნენ ფრანკფურტის ბაზრობის მიმდინარეობას. 

გახსნის მეორე დღესვე მოსწავლეებმა ქართულის გაკვეთილზე აკა მორჩილაძისა და ნინო ხარატიშვილის გამოსვლების ტექსტები წაიკითხეს და გააანალიზეს. 

წიგნის საერთაშორისო ბაზრობის მიმართ დაინტერესება პროექტ-გაკვეთილში გადაიზარდა. მოსწავლეები მუშაობდნენ სამ ჯგუფად. ეს პროცესი ფრანკფურტის ბაზრობის პარალელურად მიმდინარეობდა.

მუშობის პროცესში ჩაერთო ინგლისური ენის პედაგოგი მაია ჯოხარიძე. მოსწავლეებმა მისი დახმარებით თარგმნეს ფესტივალზე საქართველოს საიმიჯო რგოლის - ქართული ანბანით მოთხრობილი ამბავი - ტექსტი ინგლისურიდან ქართულად.

ბავშვებმა კლასში მოაწყვეს ფრანკფურტის ბაზრობის ამსახველი საინფორმაციო კუთხე.

პროექტზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას, ინტერნეტრესურსების გამოყენების, მასალის მოძიებისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების დახვეწას.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203