კონტუათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა წულაიამ „ეტალონის“ პირველ ტურში ცოდნა წარმოაჩინა
06-11-2018
ხონის, კონტუათის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ და ცოდნა წარმოაჩინეს. მე-8 კლასის მოსწავლე ლიკა წულაიამ ტესტირებაში 95 ქულა დააგროვა.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203